Sunday, December 18, 2016

დღე მეცხრე

დღეს დასრულდა ჩვენი ,, ინტელის კურსი". მოვისმინეთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები,რაც უდაოდ საინტერესო იყო.
     მადლობა ბატონო დავით თქვენი ულევი ენერგიისათვის, საქმის ერთგულებისათვის,
თითოეული მსმენელისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის.

Saturday, December 17, 2016

დღე მერვე

დღეს ბევ საკითხზე ვისაუბრეთ: დავაზუსტეთ, რომელ საქაღალდეში რომელი დავალებები უნდა განგვეთავსებინა;ვივარჯიშეთ ბლოგზე მეორე ღილაკის დამაგრებაზე;
ვისწავლეთ, როგორ დავამაგროთ ბლოგზე ვიდეო;ვისაუბრეთ მეორე დღის პრეზენტაციის საკითხებზე. როგორც ყოველთვის,დღესაც ნაყოფიერი ტრენინგი იყო.
ვემზადებით ხვალისთვის. ვღელავ!

Sunday, December 11, 2016

დღე პირველი

ამ დღის დაფიქსირება გამიმრჩა. 19 ნოემბერს დაიწყო ინტელის ტრენინგი. ბატონმა დავითმა გაგვაცნო კურსის შინაარსი, მოდულების რადენობა. დაგვავალა პროექტისთვის  თემის შერჩევა.პირველმავე დღემ დაგვიტოვა შთაბეჭდილება,რომ წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველოდა.

დღე მეშვიდე

დღეს ვისაუბრეთ შეფასებების შესახებ:გავეცანით შეფასებების სხვადასხვა რუბრიკებს, ჩეკლისტებს.საინტერესოა ეს ყველაფერი , რადგან შეფასების ბევრი ფორმიდან სასურველის გააზრებულად შერჩევის საშუალება გვეძლევა.


Saturday, December 10, 2016

დრე მეექვსე

ვისაუბრეთ მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ,ვისაბრეთ გარდნერისეულ ინტელექტის შეფასების 8დონეზე.გავაკეთეთ ინტელექტოალური ტესტები.შემდეგ კი ვიმუშავეთ ბლოგზე ღილაკების შექმნაზე,რაც საკმაოდ რთული მეჩვენა.

Sunday, December 4, 2016

დღე მეხუთე

დღეს განვიხილეთ მასალები, რომლებიც ეხებოდა მოსწავლეთა დაწყვილების მეთოდებს.
ვისაუბრეთ უკუკავშირის მნიშვნელობაზე,მისი გამოყენებისას გასათვალისწინებელ რჩევებზე.განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
მართალია გვციოდა, მაგრამ ინფორმაციულად დატვირთული იყო და სასარგებლო.

Friday, November 25, 2016

დღე მესამე

                                                         
დღეს გავეცანით დოკუმენტებს,რომლებიც მოიცავდა მიმართულების მიმცემ საკვანძო
საკითხებს პროექტზე მუშაობისას.რამდენი რამის გათვალისწინება სჭირდება სერიოზუ-
ლი პროექტის შექმნას! დღესვე ვივარჯიშეთ სიგელების,მოსაწვევებისა და ბროშურების
შექმნაზე.